გაერთიანება

გაერთიანება
გულისხმობს რაიმე მიზნის მიღწევისათვის ნებაყოფლობით გაერთიანებას. სასამართლო პრაქტიკაში მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ამ ორ მახასიათებელ ნიშანს: გაერთიანების ნებაყოფლობით ხასიათსა და საერთო მიზნის მიღწევას, თუმცა, უმეტეს საქმეებში, რომელიც ეხება გაერთიანების თავისუფლების ნეგატიურ ასპექტს, გაერთიანების ნებაყოფლობით ხასიათს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულება, მე-11 მუხლის მიხედვით, არის იმ ინდივიდის საქმიანობაში ჩარევისაგან თავის შეკავება, რომელსაც სურს გაერთიანების შექმნა, ისევე როგორც უკვე შექმნილი გაერთიანების საქმიანობაში ჩარევისაგან თავის შეკავება. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებით, არამედ გულისხმობს მისი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ამ უფლების რეალიზაციისათვის.
Source: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები = The European Court of Human Rights and Your Fundamental Rights : [ბროშურა / ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ; შემდგ.: თამარ გაბისონია, მაკა გიოშვილი ეკატერინე დარსანია სხვ. ; რედ.: მანანა კობახიძე, ვლადიმერ მკერვალიშვილი] - თბ., 2005

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "გაერთიანება" в других словарях:

  • სამოქალაქო საზოგადოება — • კანტისათვის ის სფეროა, სადაც ადამიანი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში თავის თავს რეალიზაციას უკეთებს. სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი კონსტრუქცია (სტრუქტურა) აგებულია შემდეგ პრინციპებზე: ა) საზოგადოების ყოველი წევრის, როგორც ადამიანის… …   Georgian encyclopedia

  • იეჰოვას მოწმეები — • კონფესია. ჩვენში იეღოველების სახელითაა ცნობილი. ,,იაჰვე’’, რომლის დამახინჯებული ფორმა ,,იეღოვაა’’, ძველებრაული სიტყვაა და ღვთის ერთ ერთი სახელია. ნიშნავს: ,,მყოფს’’, ,,არსებულს’’, ,,ჭეშმარიტს’’. მაშასადამე, იაჰვე ეპითეტია, რომელიც შემდეგ… …   Georgian encyclopedia

  • პარტიების განვითარების მოკლე ისტორია — ძირითადად, ამერიკელი პოლიტოლოგების, რიჩარდ გიუნტერისა და ლარი დაიმონდის, კლასიფიკაციას ემყარება. პარტიები, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ჯერ კიდევ უძველეს სახელმწიფოებში არსებობდა. ისინი „დიდი ხნის განმავლობაში ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ჩართულ… …   Georgian encyclopedia

  • რასობრივი დისკრიმინაცია — • ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ტერმინი ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, განსაკუთრებულობას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე, რომელიც მიზნად ისახავს გააუქმოს ან… …   Georgian encyclopedia

  • საარჩევნო ბლოკი — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ორი ან მეტი პარტიის გაერთიანება. Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი,… …   Georgian encyclopedia

  • პოლიტიკური პარტია — საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი და რეგისტრირებული გაერთიანება. პარტია, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციური სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • ეკლესიად ან რელიგიურ საზოგადოებად აღიარება — კრიტერიუმები მოცემულია 1874 წელს მიღებულ აღიარების აქტში. ეს კრიტერიუმებია სწავლებაში, სახელში, ღვთისმსახურებაში ან რელიგიის მრწამსში კანონთან ან მორალის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობა. დამატებით საჭიროა წევრთა შესაბამისი… …   Georgian encyclopedia

  • ბრიკოლაჟი — • ანუ ,,მიკერება“, ფრანგი სოციოლოგის დენიელ ერვიულეჟეს ტერმინი.თანამედროვეობას ადამიანის ყოფა ბედისწერიდან არჩევანისაკენ მიჰყავს და აღმსარებლობასაც ატყვია ამისი კვალი. და როგორც თანამედროვეობას ძალაუნებურად მივყავართ განპიროვნებულობისაკენ, ასევე… …   Georgian encyclopedia

  • რეკეტული დაჯგუფება — ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება. Source: თავისუფლება №8(32)აგვისტო, [თავისუფლების ინსტიტუტი], 2004წ …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»